მოკლედ ის დროა, როცა თბილისში ყველაზე კაი პონტი ბისტრო "მალია" და ქართულმა ბიზნეს და პოლიტ-ელიტამ ცისფერი "საროჩკები" აღმოაჩინა. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდია და ჩემმა ერთმა მეგობარმა ამერიკიდან პაკეტი გამოაგზავნა, სადაც იდო ვიდეოკასეტა წარწერით "My birthday", სადაც რამე სიუჟეტის ნაცვლად კასეტის შიგნით იყო ჰაშიში. პაკეტში ასევე იყო რამოდენიმე დეჟურნი სუვენირი და კიდევ ერთი ძალიან სექსი ყუთი, რომელშიც დავასკვენით რომ ასევე სექსი შოკოლადი იქნებოდა. მოკლედ, სუვენირებს და შოკოლადს თავისი ადრესატები ჰყავდათ, ხოლო კასეტა ჩვენთვის იყო განკუთვნილი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ტარიანზე წასვლების, შეკეთების და მოწევის სცენების აღწერით, რაც სრულიად არაა საინტერესო, ვიტყვი იმას რომ ჰაშიშმა მოსალოდნელ ეფექტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. გადააჭარბა და ჩვენც დავრჩით გაღიმებულები ტელევიზორის წინ, სადაც იბერვიზიაზე ბელგიურ შოკოლადზე იყო გადაცემა. დაახლოებით 5 წუთში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყდა რომ ხათუნა გ-ძე ( შოკოლადის ადრესატი) ბაზრობის შოკოლადსაც დასჯერდებოდა და ხელების ნაზი, ეროტიული მოძრაობით ჩემმა მეგობარმა დაიწყო ვარდისფერი ლენტის შეხსნა შოკოლადის ყუთზე ( აღარაფერს ვიტყვი ჩემს განცდებზე იმ მომენტში, როცა წარმოვიდგენდი ეს ლენტა როგორ გაუკეთა სადმე დიდ, ნათელ, ლამაზ მაღაზიაში ასევე იმედია ლამაზმა გამყიდველმა გოგომ შოკოლადის ყუთს სადმე მანჰეტენზე, სადაც ყოველთვის კაი პონტია, 24/7 და ასე შემდეგ და მერე ჯონი ვოკერის რეკლამაც გამახსენდა, დენირო რომ ნიუ იორკის ქუჩებში მოდის და keep walking და ღრმა დეპრესიის -1 ლვლ-ის საფეხურზეც შევდგი ფეხი) , შეხსნა და ძალიან, აი ძალიან ნელა აწია თავსახური, იმის ქვევით კიდევ რაღაც ქაღალდი იდო, ძალიან ლამაზი, ხოლო აი იმის ქვევით უკვე ჩანდა მუქი ყავისფერი სიამოვნების ბორცვები (როგორც ჩემს გვერდით მყოფმა არაფხიზელმა სუბიექტმა დაარქვა).
სიამოვნება მორჩა ზუსტად 3 წუთში და ისევ მოვიწყინეთ. მაგრამ მოხდა ეგეთი რამე, ჩემმა მეორე მეგობარმა მოინდომა ყუთის უფრო კარგად დათვალიერება, ეტყობა იმასაც ჩემნაირი აზრები უტრიალებდა თავში მანჰეტენზე და ბრუკლინელ "უკლადჩიცა No -4" - ზე და უცებ მოხდა სასწაული: პლასტმასის ის ფენა, რომელზეც შოკოლადები იდო, შერჩა ხელში და იმის ქვევით გამოჩნდა მეორე, ახალი, ხელუხლებელი შოკლადის ფენა!! ორსართულიანი შოკოლადის ყუთი!!!!!!!
ხო, მოკლედ რისი თქმა მინდოდა, რომ მე მჯერა მეორე შანსის.

2 comments:
ადრესატს თუ დაუტოვეთ ერთი ფილა შოკოლადი მაინც?
რაღაც ბაზრობის რთული შოკოლადი ვუყიდეთ :D
Post a Comment